კითხვები და პასუხები
ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 597 05 08 97.
ზოგადი
რა არის Strelf?
Strelf არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მაღაზიებს და დისტრიბუტორ კომპანიებს. მაღაზიები ათვალიერებენ კომპანიების კატალოგებს და აფორმებენ შეკვეთებს, კომპანიები კი იღებენ შეკვეთებს და მართავენ მიწოდებას.
ვინ იხდის Strelf-ის მომსახურებაში?
მაღაზიებისთვის Strelf უფასოა. დისტრიბუტორი კომპანიები იხდიან ყოველთვიურ გამოწერას — 200 ₾ თვეში, პირველი 2 თვე კი უფასოა.
როგორ შევიდე?
შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი და SMS-ით მიღებული 6-ნიშნა კოდი. პაროლი არ გჭირდებათ.
სად მუშაობს Strelf?
Strelf მუშაობს ბრაუზერში — კომპიუტერზეც და ტელეფონზეც: მაღაზიებისთვის market.strelf.com, კომპანიებისთვის business.strelf.com.
მაღაზიებისთვის
როგორ ვიხდი შეკვეთას?
ნაღდით, მიტანისას — უშუალოდ კომპანიას (მის მძღოლს). Strelf შეკვეთის თანხას არ იღებს და არ ატარებს.
რატომ ვერ ვხედავ ჩემს მომწოდებელს?
კომპანია ჩანს მხოლოდ მაშინ, თუ ის Strelf-ზეა დარეგისტრირებული და თქვენს მისამართზე აწვდის. შეამოწმეთ მისამართი პროფილში, ან სთხოვეთ მომწოდებელს Strelf-ზე დარეგისტრირება.
რა არის მინიმალური შეკვეთა?
თითოეულ კომპანიას თავისი მინიმალური თანხა აქვს. კალათაში ჩანს, რამდენი გაკლიათ თითოეულ კომპანიასთან.
როდის მომიტანენ?
კომპანიის გვერდზე და კალათაში ჩანს უახლოესი მიწოდების დღე და ბოლო ვადა — თუ ამ დრომდე შეუკვეთავთ, შეკვეთა ამ დღეს მოვა.
რა ვქნა, თუ რამე აკლდა ან დაზიანებული მოვიდა?
შეკვეთის გვერდზე დააჭირეთ „პრობლემის შეტყობინებას“ მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში. კომპანია მიიღებს შეტყობინებას, საჭიროების შემთხვევაში კი Strelf ჩაერევა.
შეიძლება კომპანიამ შეკვეთა შეცვალოს?
თუ რომელიმე პროდუქტი აღარ აქვს ან მიწოდების დღე იცვლება, კომპანია შეგატყობინებთ და ცვლილებას თქვენ ადასტურებთ.
კომპანიებისთვის
როგორ დავიწყო?
დარეგისტრირდით business.strelf.com-ზე და შეავსეთ კომპანიის მონაცემები. Strelf გადაამოწმებს კომპანიას და დადასტურების შემდეგ მაღაზიები დაგინახავენ.
რამდენი ღირს?
200 ₾ თვეში. პირველი 2 თვე დადასტურებიდან უფასოა — მაგალითად, თუ 15 მარტს დადასტურდით, პირველი გადახდა იქნება 15 მაისს.
როგორ ხდება გადახდა?
ანგარიში იწერება წინასწარ, ყოველთვიურად, იმავე რიცხვში. გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით 10 დღის განმავლობაში. რეკვიზიტები და ინვოისი ჩანს ბილინგის გვერდზე.
რა მოხდება, თუ დროზე ვერ გადავიხდი?
ჯერ შეგახსენებთ. თუ გადახდის ვადიდან 20 დღე გავა, კომპანია დროებით აღარ გამოჩნდება მაღაზიებისთვის — გადახდისთანავე ისევ გამოჩნდება.
შემიძლია პროდუქციის Excel-ით ატვირთვა?
კი. კატალოგის გვერდიდან შეგიძლიათ Excel ან CSV ფაილის ატვირთვა და ასევე კატალოგის ჩამოტვირთვა.
შემიძლია თანამშრომლების და მძღოლების დამატება?
კი. დაამატეთ გუნდის წევრები ტელეფონის ნომრით და მიანიჭეთ როლი — მაგალითად, მძღოლი ხედავს თავის მიწოდებებს და ცვლის მათ სტატუსს.
შემიძლია გაუქმება?
კი, ნებისმიერ დროს — დაგვიკავშირდით. უკვე გადახდილი თვე სრულდება ბოლომდე.